თუ ნივთს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, შპს „მოლეკულა+“ დაიუბრუნებს ნივთს და აგინაზღაურებთ მთლიან თანხას ან გადაგიცვლით ახალ ნივთში.
ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი არ ჩაბარდება გამყიდველის საწყობს. მათი დაზიანების რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა.
გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება პროდუქტზეან ყუთზე,რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე.
გთხოვთ , შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის ნომრები და საბუთები, როგორც ნივთის გამყიდველისთვის გამოგზავნის მტკიცებულება.